რა ვალდებულების ამოქმედება გადავადდა ავტომობილების ინსპექტირების წესში
ავტომობილების ინსპექტირების წესში რამდენიმე ვალდებულების ამოქმედება გადავადდა.
მათ შორის, 2022 წლის იანვრიდან აღარ იქნება სავალდებულო ავტომობილში – ცეცხლსაქრობის, გამაფრთხილებელი სამკუთხედის, ხმაურის ჩამხშობი სისტემისა და ჩამკეტებისა და გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობის ქონა. რეგლამენტში შესული ცვლილებით, მძღოლებს ამ მოწყობილობების ქონის ვალდებულება 2023 წლამდე არ ექნებათ. მაშინ როცა რეგულაცია 2022 წლიდან უნდა ამოქმედებული.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან არ ამოქმედდება არც კატალიზატორის ვალდებულება. მისი ქონის ვალდებულება შეეხება მხოლოდ იმ ავტომობილებს, რომლებიც პირველად რეგისტრაციას გაივლიან 1-ლი იანვრიდან. ანუ თუ შემოგვყავს ახალი ავტომობილი, მხოლოდ მას მოეთხოვება კატალიზური გარდამქმნელის სავალდებულოობა.
ასევე გადავადდა ავტომობილში გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრებაც, რაც 2022 წლიდან უნდა მომხდარიყო. ცვლილების შედეგად, მომავალი წლიდან CO-ს დასაშვები ნორმა კვლავ 0.6% იქნება. გამკაცრება კი ეტაპობრივად მოხდება. კერძოდ, ეს ნორმა 2023 წლიდან – 0,55% იქნება; 2024 წლიდან – 0,5%, ხოლო უკვე 2025 წლიდან მაღალბრუნიან ძრავის მქონე ავტომობილებში (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0,3%.