ახალი ამბები

საგარეჯოში ავარიას 25 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ გიორგიწმინდაში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. შედეგად 25 წლამდე ბიჭი, რომელიც მანქანას მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.