ახალი ამბები

მერვე დღეა გურჯაანში მცხოვრებ 68 წლის თინა შიშნიაშვილს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითიდან გაუჩინარებულ თინა შიშნიაშვილს, მერვე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მხოლოდ სოფლის ახლოს, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან გაუჩინარებული ქალის ხელჩანთას მიაგნეს, რომელშიც ასი ლარი და რამდენიმე ცალი ჩურჩხელა იდო.

არსებული ინფორმაციით, ქალი ბოლოს თანასოფლელმა მამაკაცმა, ეკლესიასთან ნახა. მათივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, ოჯახმა ინფორმაცია მიიღო, თითქოს თინა შიშნიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, სკოლის ეზოში გამოჩნდა.

შიშნიაშვილების ოჯახი, დახმარებას საზოგადოებასა სთხოვს ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში ოჯახს დაუკავშირდნენ.