ახალი ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 44-მა პედაგოგმა სამსახურს დატოვების შესახებ გაფრთხილება მიიღო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის 44 პედაგოგი სამსახურს დატოვებს.

მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ, მასწავლებლებმა შესაბამისი შეტყობინება უკვე მიიღეს. სკოლების დატოვება პრაქტიკოს პედაგოგებს უწევთ, რომლებმაც საკვალიფიკაციო გამოცდაზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, სკოლებში კონკურსი ორი კვირით ადრე გამოცხადდება.

„ამჟამად ყველას გაეგზავნა გაფრთხილება, რომ 2022 წლიდან ისინი უკვე აღარ იქნებიან სკოლაში. ორი კვირით ადრე გამოცხადდება კონკურსი. თუ ვაკანტურ თანამდებობაზე არ დარეგისტრირდა პედაგოგი, რომელიც აკმაყოფილებს პირობებს, ამის შემდეგ უკვე სკოლა მოიწვევს შესაბამის სპეციალისტს“, – განაცხადა მინდიაშვილმა.

რეორგანიზაციის პროცესი იანვარში დასრულდება და სკოლების შევსება კონკურსის წესით მოხდება.