საგარეჯოში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ხანძარს საგარეჯოში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს მოულოდნელად გაუჩნდა, ძლიერი დაკვამლიანების გამო კი შენობის დატოვება ოჯახის ერთმა წევრმა ვერ შეძლო. კაცი მიღებული დამწვრობით ადგილზე გარდაიცვალა.
ხანძრის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.