ახალი ამბები

განათლების სამინისტრო მოსწავლეებს ელექტრონულ სახელმძღვანელოებსაც შესთავაზებს

განათლების და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეებს ბეჭდურ სახელმძღვანელოებთან ერთად ელექტრონულ სახელმძღვანელოებსაც შესთავაზებს.

როგორც განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ განაცხადა, ელექტრონული სახელმძღვანელოების სტანდარტზე მუშაობა უკვე დაიწყო და ის ყველა საგანს შეეხება.

ცნობისთვის, ელექტრონული სახელმძღვანელოების შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო უცხოურ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აქტიურად მუშაობს დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაზე – ბოლო ორი თვის განმავლობაში შემუშავდა სახელმძღვანელოების შეფასების განახლებული კრიტერიუმები და დაიწყო მუშაობა ელექტრონული სახელმძღვანელოების კონცეფციაზე.