სოფელ მუკუზანში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევა სოფელ მუკუზანში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 86 წლის ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მსუბუქი მანქანა დაეჯახა. ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.