ჭადრის ხე მავნებლების საწინააღმდეგო პრეპარატებით შეიწამლა
თელავის სავიზიტო ბარათი, 900 წელზე მეტი ხნის ჭადრის ხე მავნებლების საწინააღმდეგო პრეპარატებით შეიწამლა.
სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, შპს ,,ნიუ სერვისის,, და მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ,,BioAGRo,, წარმომადგენლებმა შეასრულეს.
,,რამდენიმე დღის წინ, ჭადარს ასევე ჩაუტარდა სხვლა-ფორმირების სამუშაოები, რომელიც არასწორად მზარდი ტოტების ამოსხვლას და უსაფრთხოების მიზნით ხიდან ხმელი ტოტების მოცილებას ითვალისწინებდა”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.