თელავში ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის მიმდებარედ, მოქალაქე ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნასა და გადაადგილებას ახორციელებდა.
მათივე ინფორმაციით, შედგა შესაბამისი აქტი.