კახეთში ნახშირის უკანონო გამოწვის 9 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 9 ფაქტი გამოავლინეს.
8 სამართალდარღვევა გამოვლენილია საგარეჯოს, 1 კი – ახმეტის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეები, ნახშირის გამოწვას დაურეგისტრირებელ სანახშირე ორმოებში ახდენდნენ.
დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილით.