ღვინისა და ყველის კომპანია „ბუტრანამ“ სოფელ ტიბაანში ახალი ფერმა ააშენა
ღვინისა და ყველის კომპანია „ბუტრანამ“ კახეთში, სოფელ ტიბაანთან მდებარე მიკროზონა ბუტრანაში ახალი ფერმის აშენება უკვე დაასრულა.
ახალი ფერმის საინვესტიციო ღირებულება მილიონი ლარია, რომლის ნაწილი ფერმერმა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში ბანკიდან მოიზიდა.
მისივე თქმით, ფერმაში, რომელიც ძველი ფერმის ადგილას აშენდა, ჯამში, 70-მდე სული ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები ეყოლებათ, რომელიც სტონეთიდან ჩამოყავთ.
აღსანიშნია, რომ „ბუტრანა“ ამ ეტაპზე 20-მდე სახეობის ყველს აწარმოებს. ევროპული ყველეულიდან უკვე აწარმოებენ მოცარელას, 2022 წლიდან კი ახალ სახეობებსაც დაამატებენ – საუბარია კამემბერისა და ლურჯი ყველის წარმოების დაწყებაზე.
„წარმოება იზრდება და რეალიზაციის იმედი გვაქვს, ვინაიდან მოთხოვნა იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე მიწოდებას ვახერხებთ“, – თქვა bm.ge-სთან ჯემალ ხატიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ „გრძელვადიან პერსპექტივაში, ქართულ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის სრულად ჩანაცვლება სურთ.
ღვინისა და ყველის კომპანია „ბუტრანა“ ამ ეტაპზე 30-მდე ადამიანს ასაქმებს.