ვინ იქნება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
თელავის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე მოხდება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობა მოხდება.
სხდომა თელავის მე-17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ გაიპარაშვილმა გახსნა და ახლადარჩეული დეპუტატებს პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
დღესვე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. ,,ქართული ოცნება”, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა აქვს, თანამდებობაზე სავარაუდოდ, თენგიზ მთვარელიშვილს დაასახელებს.
მთვარელიშვილი ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობაში იყო დასაქმებული. საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.