ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომა თელავის მე-17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ გაიპარაშვილმა გახსნა და ახლადარჩეული დეპუტატებს პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

დღესვე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. ,,ქართული ოცნება”, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა აქვს, თანამდებობაზე სავარაუდოდ, თენგიზ მთვარელიშვილს დაასახელებს.

მთვარელიშვილი ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობაში იყო დასაქმებული. საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების უფლებამოსილების ცნობა უნდა განხორციელდეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ 55 საარჩევნო უბნიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში შექმნილი 13 მაჟორიტარული ოლქიდან, ოთხში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო დანარჩენში ხმების უმრავლესობა ,,ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიპოვეს.

მაჟორიტარი კანდიდატები რომლებიც საკრებულოში შევიდნენ არიან:

,,ქართული ოცნება” – მიხეილ დაღუნდარიძე, თენგიზ მთვარელიშვილი, ივანე კირვალიძე, ნიკოლოზ მაისურაძე, გივი ლაფაური, ზურაბ მოსახლიშვილი, ზაზა ტატულიშვილი, უჩა ჭოტიაშვილი, ზურაბ მუსაევი.

,,ნაციონალური მოძრაობა” ბაადურ რევაზიშვილი, გიგი გიგიტელაშვილი, აბრამ მახარიაშვილი, გელა ჭვრიტიძე.