ახალი ამბები

21 წლის ახალგაზრდის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

21 წლის სოსო წულიაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ახალგაზრდა 24 სექტემბერს, თელავის მიმდებარედ, სოფელ ჭიკაანში მომხდარი ავარიის დროს დაშავდა. მისი მეგობრების თქმით, 4 ახალგაზრდიდან ერთი ადგილზე დაიღუპა, ყველაზე მძიმედ დაშავებული კი სოსო წულიაშვილია, რომელსაც ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება აქვს მიღებული, ასევე სხვა მრავლობითი მოტეხილობები და დაჟეჟილობები მიიღო. ახალგაზრდას ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. სოსოს მეგობრები და ოჯახის წევრები დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.

,,მას თავზე და კიდურებზე ჩაუტარდა ურთულესი ოპერაციები. სოსო უკვე ორი თვეა რაც ხელოვნურ კომაში იმყოფება და მისი ორგანიზმი ებრძვის ვერაგ ბაქტერიებს, რაც გავლენას ახდენს ტემპერატურის ცვლილებაზე. ექიმები თავდაუზოგავად შრომობენ, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნონ. სოსოს ძვირადღირებული მკურნალობა, მედიკამენტები, სპეციალური საკვები, მასაჟები ესაჭიროება, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს. ექიმების თქმით, ახალგაზრდა სასწრაფოდ უნდა იქნას გადაყვანილი გერმანიაში მკურნალობის გასაგრძელებლად, ოჯახს აღარ შესწევს საკმარისი რესურსი, რომ დროულად მოახდინონ სოსოს გადაყვანა, შესაბამისად გვჭირდება საზოგადოების დახმარება.
ჯგუფიც შევქმენით სადაც ბევრი ადამიანი გაერთიანდა, თუმცა მაინც ვერ გროვდება საკმარისი თანხა. მინიმუმ 150 000 ევრო არის საჭირო რომ სოსო გადაყვანა მოხდეს და მკურნალობის დაწყება”,-
აცხადებენ ახალგაზრდას მეგობრები.

საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი:
#GE20BG0000000539092500
მიმღები: ნინო ხაჩიძე (დედა)

თიბისი ბანკი:
#GE55TB7963845061600044
მიმღები: ნინო ხაჩიძე (დედა)

ფეიფალის ანგარიში:
https://www.paypal.com/paypalme/ninokhachidze1