გურჯაანის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდება.
კოვიდ- 19-ის ყოველდღიური შემთხვევებისა და მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მუნიციპალიტეტში მოქმედი 37 სააღმზრდელო დაწესებულება ოქტომბრის ბოლოსათვის დაიკეტა.
,,გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება ყოველთვის ითვალისწინებს აღსაზრდელთა ინტერესებს. ჩვენი სურვილი იყო სააღმზრდელო პროცესი განგვეახლებინა, თუმცა შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციების გავლის შედეგად, მოგვეცა რეკომენდაცია, რომ საბავშვო ბაგა- ბაღების გახსნა უფრო მეტად დაამძიმებდა ისედაც რთულ ეპიდსიტუაციას. ამის გათვალისწინებით, სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა სასურსათო კალათებსა და საახალწლო პაკეტების შეძენასთან დაკავშირებით. 20 დეკემბრის მერე ჩვენი ყველა აღსაზრდელი სასურსათო კალათთან ერთად საახალწლო ნობათსაც მიიღებს”,- აცხადებენ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებაში.