ზურაბ ზვიადაურს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გაასამართლებს
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გაასამართლებს. მსაჯულების შერჩევა, თელავის რაიონულ სასამართლოში 7 დეკემბერს დაიწყება.
ნაფიცი მსაჯულების არჩევის გადაწყვეტილება ზვიადაურმა და მისმა ადვოკატებმა წინასასამართლო სხდომაზე გამოაცხადეს. საქმის განხილვისათვის 12 ნაფიცი მსაჯული უნდა შეირჩეს, რომლებიც ყოფილ დეპუტატს საბოლოო ვერდიქტს გამოუტანენ.
შეგახსენებთ, ზურაბ ზვიადაური 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან 29 ნოემბერს გაათავისუფლეს. 5-ათას ლარიანი გირაოთია განთავისუფლებული, ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად დაკავებული, ჯაბა ჯანგირაშვილიც, რომელსაც გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.
სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც განზრახ მკვლელობის ფაქტზეა დაწყებული, ბრალდებულ ზვიადაურის ჩვენების თანახმად, ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა. იმავეს ამტკიცებდნენ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატებიც. არსებული ინფორმაციით, საქმეში არ დევს არცერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ზვიადაურის ვერსიის საპირისპირო იქნებოდა.