ახალი ამბები

კახეთში წარმოებული შოკოლადის ექსპორტზე გატანა იგეგმება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოქმედმა ქართული ნატურალური პროდუქტების მწარმოებელმა ბრენდმა „არომატი“ ორი ახალი პროდუქტის: კონიაკისა და შოკოლადის წარმოება დაიწყო.

„არომატი“ 35 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორისაა: კომპოტი, ჯემები, მურაბა, აჯიკა, საწებლები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ „არომატმა“ შოკოლადისა და კონიაკის რეალიზება სულ რამდენიმე კვირაა დაიწყო და კომპანია, პროდუქტის სამომავლოდ ექსპორტზე გატანას გეგმავს.

ცნობისთვის, „არომატის“ პროდუქტი ამჟამად საქართველოში ონლაინ, აგრომაღაზიებსა და მცირე მარკეტებში იყიდება.