ქვეყანაში მეორადი ტანსაცმელი 45%-ით გაძვირდა
საქართველოში მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, იზრდება ფასებიც.
აღნიშნულ საკითხზე მეორადი ტანსაცმლის ბაზრობაზე დასაქმებულები საუბრობენ.
მათი თქმით, მეორადი ტანსაცმლის იმპორტი გაძვირებულია, ასევე ტრანსპორტირების ხარჯებისა და განბაჟების გამო, საქონელი მიმდინარე წელს, დაახლოებით, 40%-45%-ით გაძვირდა. ახალი წლის პერიოდში კი ფასები, სავარაუდოდ, კიდევ 5%-ით გაიზრდება.
“მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნა გაზრდილია, მაგრამ შეძენის საშუალება აქვთ ნაკლები. რაც აუცილებელია, მხოლოდ იმას ყიდულობენ”,- განმარტავს მეორადი ტანსაცმლის ბაზრობის გამყიდველი, ნათია ძამნაშვილი “ბიზნეს ფორმულასთან”.
ცნობისთვის, 2021 წლის პირველ 10 თვეში, საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 20 მილიონ დოლარს გადასცდა.