გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ახმეტაში კონფერენცია გაიმართა
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალური კამპანიის ფარგლებში ,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) ორგანიზებით ქალაქ ახმეტაში კონფერენცია სახელწოდებით ,,ქალები რეგიონში – მიღწევები და გამოწვევები’’ გაიმართა.
ღონიძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ქალთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების კუთხით ორგანიზაციის მუშაობის ერთგვარი შემაჯამებელი ანგარიში.
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბოლო წლებში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობები, მათ შორის კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის (KRDF) გამოცდილება ქალთა უფლებებზე მუშაობის შესახებ, ქვეყანაში და რეგიონში არსებული უახლესი მდგომარეობა თუ სტატისტიკა.
კონფერენციას ესწრებოდნენ ქალთა უფლებამდაცველები, გენდერის მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციები, საელჩოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიება გაიმართა ჰიბრიდულ ფორმატში, როგორც პირისპირ ინტერაქციით ისე პლათფორმა ზუმის საშუალებით.
ღონისძიების მსვლელობისას კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა გააჟღერა ახალი ინიციატივა, ქალთა განათლებისა და უფლებების სფეროში, მე-19 საუკუნის ის ქართველი საზოგადო მოღვაწის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის სახელობის ყოველწლიური პრემიის დაწესების შესახებ რომელიც გადაეცემათ კახეთის რეგიონში ქალთა უფლებების დამცველებს.
ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის სახელობის ყოველწლიური პრემია წელს პირველად გადაეცა იდა ბახტურიძეს – კახეთის რეგიონში, და არა მხოლოდ, ქალთა უფლებების აქტიურ დამცველს.
ღონიძიების მსველობისას კახეთის რეგიონულმა განვითარების ფონდმა დააჯილდოვა პანკისის ქალთა საბჭოს წევრი – ეთერ ციხესაშვილი, პანკიელი ქალების გაძლიერებაში განსაკუთარებული წვლილის შეტანისათვის და მიანიჭა მას პანკისელ ქალთა ქომაგის წოდება.
ღონისძიება ჩატარდა შვედეთის საელჩოს მიერ დაფინანასებული პროექტის ფარგლებში.