ახალი ამბები

სიღნაღიდან მიუსაფარი ცხოველები გურჯაანის თავშესაფარში გადაიყვანეს

ა(ა)იპ მიუსაფარ ცხოველთა კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოს წარმომადგენლებმა ქალაქ სიღნაღიდან უმეთვალყურეოდ დარჩენილი ათი ძაღლი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, მათ გაეწიათ ვეტერინარული მომსახურება, ჩაუტარდათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და სტერილიზაცია. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მიუსაფარ ცხოველებს ადგილზე დააბრუნებენ.