ახალი ამბები

“ალუბლის ტორტი”- სპექტაკლის პრემიერა თელავის თეატრი

კორონავირუსის გამო წლევანდელი პაუზის შემდეგ, თელავის თეატრში მეოთხე სპექტაკლის პრემიერა იგეგმება.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 20 და 21 ნოემბერს, მცირე სცენაზე, ექსკლუზიურად შეძენილი პიესის “ალუბლის ტორტი”-ს პრემიერა გაიმართება, რომელიც გახდა თუმანიშვილის ფონდის კონკურსის “ქართული პიესა 2020”-ს ლაურეატი.
პიესის ავტორი და რეჟისორი თეატრალური უნივარსიტეტის მაგისტრანტი გრიგოლ ჟორდანია. ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი.

დასაწყისი 19.00 საათზე.
ბილეთის ფასი 7 და 10 ლარი. (555 58 23 23.)