ახალი ამბები

თელავში წარმოებული ღვინო ექსპორტზე კორეასა და იაპონიაში გავა

ნატურალური ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე საოჯახო მარნის „ზურაბ კვირიაშვილის ვენახების“ ღვინო მომავალი წლიდან ექსპორტზე კორეასა და იაპონიაში გავა.
როგორც bm.ge-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ კვირიაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის დამკვეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

თავიდანვე კომპანიის ორიენტირება ექსპორტი იყო, უკვე შვეიცარიის, ამერიკის შეერთებულ შტატებისა და საფრანგეთის ბაზრები გვაქვს, ათვისებული. რაც შეეხება იაპონიასა და კორეას, ამ დროისთვის მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მომავალი წლიდან გავალთ, ახლა რაოდენობას ვათანხმებთ“ – ამბობს ზურაბ კვირიაშვილი.

ცნობისთვის, თელავში მდებარე „ზურაბ კვირიაშვილის ვენახები“ ბაზარზე 2002 წლიდან ოპერირებს, კომპანიის ღვინო საფრანგეთში, აშშ-სა და შვეიცარიაში უკვე იყიდება.
მცირე საოჯახო მარნის წარმადობა წელიწადში 5000-6000 ბოთლია.