ახალი ამბები

კახეთში მოქმედმა კომპანიამ ,,არომატი”, შოკოლადისა და კონიაკის წარმოება დაიწყო

კახეთის რეგიონში მოქმედმა ქართული ნატურალური პროდუქტების მწარმოებელმა ბრენდმა „არომატმა“ ორი ახალი პროდუქტის კონიაკისა და შოკოლადის წარმოება დაიწყო.

კომპანიის დამფუძნებელი, ნატა მიმინოშვილი აცხადებს, რომ ახლა ექსპორტის მიმართულებით შეფერხებები აქვთ, თუმცა პირველი ქვეყანა, სადაც საქართველოში ნაწარმოები ნატურალუტრი პროდუქტი გაიყიდება, ბელგია იქნება.

ცნობისთვის, 35 დასახელების პროდუქტის, მათ შორის კომპოტის, ჯემის, მურაბის, ნატურალურ წვენის, აჯიკის, ალუჩის საწებელის ოჯახური წარმოება კახეთიდან ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა.

„არომატის“ პროდუქტი ონლაინ, აგრომაღაზიებსა და მცირე მარკეტებში იყიდება.