საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატების გამოყენება იწყება
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის, მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების პროტოკოლი უკვე დაურიგდათ კლინიკებს და ინფექციის მართვის პროცესში სულ მალე გამოიყენებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა ადასტურებს.
მისი თქმით, ამ პრეპარატის დროული გამოყენება დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს შეამსუბუქებს.
“მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების პროტოკოლები მზადაა, კლინიკებს უკვე დაურიგეს და, ნელ-ნელა, იწყება ამ პრეპარატის გამოყენებაც, რაც ნამდვილად კარგია, რადგან ამ ახალი პრეპარატების სწორი და დროული გამოყენება შეამცირებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას დაც დაგვეხმარება, რომ მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ,”-აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.