ახალი ამბები

თელავის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

19 ნოემბერს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში საქველმოქმედო კონცერტი ,,მეგობრები მახოსთვის” გაიმართება.

ღონისძიებაში ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტიდან შემოსული თანხა კი კახეთში მცხოვრები ახალგაზრდა მომღერლის, მალხაზ მელქუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაიხარჯება

,,ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები გიორგი სუხიტაშვილი,თამარ ალადაშვილი, ლევანი ყანდიაშვილი, გიორგი გოგოლაური, ნოდო ორდინიძე, გიორგი შალვაშვილი, ვაჟა მალაციძე, მალხაზ მელქუაშვილი. კონცერტს წარუძღვება ნანა ცინცაძე.
დასაწყისი 17:00 საათი. ბილეთის ფასი 10 ლარი. კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 450 029″,
-აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მათი თქმით, კონცერტიდან შემოსული თანხა ახალგაზრდა მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაიხარჯება. მას ავარიის შედეგად ფეხი აქვს დაზიანებუკი და სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.

,,ყველასთვის საყვარელ მომღერალს, მეგობარს და ნიჭიერ, მიზანდასახულ ადამიანს, რომელიც პროექტ “ახალი თაობის” ავტორია , ავარიიიის შედეგად დაუზიანდა ფეხი. რიგი მიზეზებით ვერ ჩატარდა დროულად ოპერაცია და გართულდა მდგომარეობა. ძალიან რთული იყო რამოდენიმე დღის წინ ვიზიტი ექიმთან, რომელიც ამპუტაციაზე ალაპარაკდა. სასწრაფოდ გვესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც სულ რაღაც 45 ათასი ლარი ჯდება.
მეგობრებო ჩვენ ბევრი შევძელით და დარწმუნებული ვარ არც ახლა გაგვიჭირდება კეთილი საქმის გაკეთება”,-აცხსდებენ ახალგაზრდას მეგობრები.

GE30BG0000000168197300
საქართველოს ბანკი
მიმღები მალხაზ მელქუაშვილი.