მოსახლეობის რა ჯგუფი ვერ მიიღებს მთავრობისგან კომუნალურ სუბსიდიას 2022 წელს?
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, კომუნალური ხარჯების კომპენსირება მომდევნო წელს მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2022 წლიდან მოსახლეობის ყველა კატეგორია დახმარებას ვეღარ მიიღებს.
“მომდევნო წელს გათვალისწინებულია მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ტარიფის კომპენსირება ანუ რიგითი მოქალაქეებისთვის, მათ შორის ჩემთვის და თქვენთვის გათვლისწინებული არ არის ტარიფის სუბსიდირება და მხოლოდ მიზობრივი ჯგუფებისთვის იქნება.
ზოგადად, ქვეყანაში იქნება დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს, სოციალურად დაუცველების კომუნალური ხარჯების მომავალში ზრდის შემთხვევაში, განსაკუთრებით როდესაც ბირჟა (ენერგეტიკული) ამოქმედდება, როგორ უნდა იმოქმედონ უწყებებმა, როგორ უნდა მოხდეს შესაბამისი პაკეტის შემუშავება, ვისზე უნდა გავრცელდეს ეს პაკეტი და ა.შ”, – განმარტა კაკაურიძემ.