10 ნოემბრიდან კახეთში ამინდი გაუარესდება
10 ნოემბრიდან კახეთში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლი.
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია კახეთის წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ტემპერატურის მაქსიმალური ვარდნა მოსალოდნელია +4 გრადუსამდე, ხოლო ჰაერის ტემპერატურის მაქიმალური სითბოს მაჩვენებელი +16 გრადუსამდეა ნავარაუდები.