თელავში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა
თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე ქალი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შუახნის ქალს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა.
დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.