ახალი ამბები

„წინანდლის მამულის“ ცქრიალა ღვინო იაპონიაში გაიყიდება

„წინანდლის მამულის მეღვინეობა“ იაპონიაში ცქრიალა ღვინო Tsinandali Estate Brut-ის ექსპორტს იწყებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Tsinandali Estate Brut-ზე არჩევანი თავად იაპონელებმა შეაჩერეს.

„იაპონური ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით Tsinandali Estate Brut-ი თავად იაპონელმა დისტრიბუტორმა შეარჩია. ღვინო პრემიუმ კლასის საფასო სეგმენტს განეკუთვნება და მზადდება მწვანე ცოლიკაურისა და თეთრასგან. რა მოცულობის იქნება ექსპორტი ჯერ არ ვიცით. ეს დამოკიდებულია, როგორ მიიღებს ბაზარი ღვინოს“,-
განაცხადა არჩვაძემ.

ერთ წელზე მეტია, კომპანია იაპონიაში წინანდლის მამულის ჭაჭას ყიდის. „წინანდლის მამულის“ ღვინოები და ჭაჭა იყიდება შვეიცარიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში, აშშ-სა და ბელორუსში.