ახალი ამბები

სიღნაღში ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდას ოჯახს დახმარება ესაჭიროება

26 ოქტომბერს სიღნაღში მომხდარი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა გიორგი ჯავახიშვილი.

ახალგაზრდას მეგობრების თქმით, მას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს და მის გადასარჩენად საჭიროა ბევრი სისხლი, რისი ყიდვის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
მათი თქმით, ახალგაზრდას დასახმარებლად ბანკში გახსნილია ანგარიში.

,,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მეგობარი დავკარგეთ და სამი ამჟამად ჰოსპიტალში წევს რომელთაგან ორი ძალიან მძიმედ არის. გიორგი ჯავახიშვილს თავის ქალა აქვს ახდილი და ჩაუტარდა ორი ოპერაცია ტვინზე, მენჯის, კიდურების და იდაყვების მოტეხილობებზე. კიდევ ჩანიშნულია რამდენიმე ოპერაცია.
ეს ყველაფერი დაკავშირებულია დიდ თანხებთან, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. ვთხოვთ ყველას დაგვეხმაროს, თითოეული ლარიც მნიშვნელოვანია”,-
აცხადებენ ახალგაზრდას მეგობრები.

ანგარიშის ნომერი :
TBC

GE64TB7613645064300024

საქართველოს ბანკი:

GE44BG0000000526110267

მიმღები : დავით ჯავახიშვილი