სოფელ სანიორეს მკვიდრი, 27 წლის ქალი, თბილისში, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეს მკვიდრი, 27 წლის ქალი, თბილისში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
ბუნებრივი აირის გაჟონვის დროს, სალომე მარტაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
მარტაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში დღეს გადაასვენეს მას 3 წლის შვილი დარჩა, რომელიც შემთხვევის დროს, ბებიასთან იმყოფებოდა.
იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, გამოძიება დაადგენს.