ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 488 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 488 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგიონი თბილისის და იმერეთის რეგიონის შემდეგ, ინფიცირების და დადებითიბის მაჩვენებლით ლიდერობს.

ეპიდემიოლოგების თქმით, განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.

რეგიონში დაკეტილია და დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული სკოლების ნაწილი,დაკეტილია საბავშვო ბაღები, გადავსებულია კოვიდ კლინიკები.

ბოლო 24 საათში რეგიონში ჩატარდა 315 აცრა, რაც ეპიდემიოლოგების თქმით, დაბალი მაჩვენებელია.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 68 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 368 პირი ემსხვერპლა.