რა ღონისძიებები გაიმართება ,,ერეკლეობის” დღესასწაულზე თელავში
7 ნოემბერს, თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, ,,ერეკლეობა,, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება.
ტრადიციულ სახალხო დღესასწაულთნ დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება.
,,09:00–დან 10:00 საათამდე გაიმართება მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარიში.
9:00-დან 11:00 საათამდე დილის წირვას და ერეკლე მეორეს სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ერეკლე მეფის სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლენენ.
12:00 საათზე ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება კონცერტი ანსამბლების „პატარა კახისა“ და „მზე შინას“ მონაწილეობით, მათი აუდიო-კომპაქტდისკების პრეზენტაცია. სასახლის ტერასა (ჩრდილოეთი მხარე) ;
12:30-დან 13:00 საათამდე გაიმართება ერეკლე მეორის ორდენით დაჯილდოების ცერემონიალი.
13:00 საათზე, თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნება ერეკლე მეფისადმი მიძღვნილი გამოფენა სახელწოდებით ,,პატარა კახი – საყვარელი კახეთის მეფე,,.
12:00-დან 17:00 საათამდე ერეკლე მეორის მოედანზე, ძველი ბაღის ტერიტორიაზე გამოიფინება თელაველი მხატვრებისა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები.
12:00-დან 17:00 საათამდე ქალქის მთავარ მოედანზე გახსნილი იქნება წიგნის, ტურიზმის, ღვინის, ხალხური რეწვისა და სოფლის ნობათის პავილიონები;
15:00-დან 16:30 საათამდე გაიმართება ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი.
17:00 საათზე, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის.სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის მიერ წარმოდგენლილი იქნება პიოტრ ჩაიკოვსკის ბალეტი „მაკნატუნა“
19:30 საათზე ღონისძიებებს დაასრულებს საზეიმო ფოიერვერკი”,-აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
უწყევაში ასევე აცხადებენ, რომ 7 ნოემბერს ერეკლეობის დღესასწაულთან დაკავშირებით თელავის ცენტრალური მოედანი გადაიკეტება.
მოძრაობა შეზღუდული იქნება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტისთვის.
მუნიციპალური ტრანსპორტი კი იმოძრავებს დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე ცენტრალურ მოედანთან მდებარე შემოვლითი გზებით.