საქართველოში ღვინის ქვის სამკაულების წარმოება დაიწყეს
ღვინის ქვის სამკაულების მწარმოებელი ბრენდი Wine Diamond-ი ნაწარმის ექსპორტზე ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში გატანას გეგმავს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ საქართველო პირველია, სადაც ღვინის ქვის სამკაულების წარმოება დაიწყეს.
მათი თქმით, ბრენდის მომხმარებლები უმეტესად უცხოელი ტურისტები არიან, თუმცა მოთხოვნა ქართულ ბაზარზეც მაღალია.
“Wine Diamond-ი პანდემიის პერიოდში, 2021 წლის მარტში დავაფუძნე, თავდაპირველად, როდესაც ამ საქმიანობას შევუდექი, მეუბნებოდნენ, რომ ღვინის ქვისგან სამკაულის წარმოება წარმოუდგენელი იყო, ვამაყობ, რომ საქართველო არა მარტო ღვინის ქვეყანაა, არამედ მსოფლიოში პირველი ღვინის ქვის სამკაულების წარმოების ქვეყანაც. 2021 წელს გვინდა ექსპორტზე გატანაც მოვასწროთ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში“ -აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, ქართული კომპანიის Wine Diamond-ის შექმნის პირველადი ინვესტიცია 500 ლარს შეადგენდა. პროდუქციის ფასები 80-320 ლარამდე მერყეობს.