ახალი ამბები

აკილე- თელავის მკვიდრი მიუსაფარი ცუგა, რომელიც სიკვდილს გადაარჩინეს

თელავში მცხოვრებლები, ისინი ვისაც ცხოველები უყვართ, მიუსაფარ ცუგას ,,აკილე” კარგად იცნობენ.

მისი ისტორია სევდიანია. მას ხერხემალში ტყვია მოარტყეს, რის გამოც თავისუფლად ვეღარ დადიოდა თუმცა, ცხოველების მოყვარულების დახმარებით მას სპეციალური მოწყობილობა დაუმაგრეს, რითიც ის გადაადგილებას შეძლებს.

,,მიუსაფარი ცხოველების სიმრავლე თელავში ყველასათვის ნაცნობი პრობლემაა. მათი მოვლის, გადარჩენის, მკურნალობის პრობლემაც ქალაქში საკმაოდ რთულად დგას, მაგრამ დიდი გუნდის დახმარებით არსებობს უამრავი გამონაკლისი. სწორედ ასე უამრავი ცხოველი გადაურჩა სიკვდილს. ასეთია აკილეს ისტორიაც.
მას როგორც ყველა ხერხემალში მოწყვეტილ ძაღლს ცხოველთა მოძულეებისგან მიყენებული ნატყვიარი აქვს ხერხემალში, რის გამოც ვერასდროს შეძლებდა გადაადგილებას სრულფასოვნად. ეს მისი განაჩენი იყო. თუმცა, კეთილი ადამიანების დახმარებით, მიეცა სიცოცხლის შანსი. ახლა მას მზრუნველი ოჯახიც ყავს”,
-აცხადებენ ცხოველების უფლებების დამცველები.