წინასწარი მონაცემებით, ახმეტის და ყვარლის მაჟორიტარულ ოლქებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს
ცესკოს ინფორმაციით, წინაწარი მონაცემებით, ყვარლის და ახმეტის ორ მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნების მეორე ტურში, ხმების უმრავლესობა ,, ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოიპოვეს.
მეორე ტური ჩატარდა ახმეტის მუნიციპალიტეტის დუისი-წინუბნის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მმართველი პარტიის წარმომადგენლი, ელდარ ბაღაკაშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ცესკოს მონაცემებით, ოლქში შექმნილ ორ საარჩევნო უბანზე ხმების უმრავლესობა, 61% მმართველი პარტიის კანდიდატმა ელდარ ბაღაკაშვილმა მიიღო.
მეორე ტური გაიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტის საბუე-ალმატის ოლქში. ერთმანეთს ,,ქართული ოცნების” კანდიდატი მამუკა ბერიაშვილი და პარტია ,,საქართველოსთვის” კანდიდატი რატი ტურიაშვილი უპირისპირდებოდნენ.
ცესკოს წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ ოლქში ორ უბანზე ხმების 54 % მმართველი პარტიის კანდიდატმა მამუკა ბერიაშვილმა მიიღო.
შეგახსენებთ, 7 საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატი ხმათა უმრავლესობით პირველივე ტურში გამოვლინდა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, უმეტესობაში ხმების დიდი პროცენტი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეს.