კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია ლაგოდეხის, გურჯაანის, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში.
მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 11,3 კუბური მეტრი წიფლის, 2,5 კუბური მეტრი რცხილის, 0, 8 კუბური მეტრი მურყნის (თხმელა), 0,7 კუბური მეტრი მუხის სახეობის ხე-მცენარე და მათგან მიღებული საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმები.