წინასწარი მონაცემებით, თელავში ხმების უმრავლესობა ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა მოიპოვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმების უმრავლესობა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა მოიპოვა.
ცესკოს მონაცემებით, მე-17 საარჩევნო ოლქში შექმნილი 55 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 47 უბნის შედეგები.
შეგახსენებთ, მეორე ტურში ორი მერიბის კანდიდატი უპირისპირდებოდა ერთმანეთს. “ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ბოტკოველი, ,,ქართული ოცნებიდან” კი ლევან ანდრიაშვილი.