ახმეტაში არჩევნებში მონაწილეობა ამ დროისთვის ამომრჩეველთა 40%-ზე მეტმა მიიღო
ახმეტის მე-18 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მინდია იუკურიძეს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა ამ დროისთვის ამომრჩეველთა 40%-ზე მეტმა მიიღო.
მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური დღეს დუისი-წინუბნის მაჟორიტარულ ოლქში, ორ საარჩევნო უბანზე ტარდება. მეორე ტური გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ელდარ ბაღაკაშვილს შორის იმართება.
მისი თქმით, დღის განმავლობაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და საჩივარი არ დაწერილა.