ახალი ამბები

ყვარელში არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

თელავის გარდა, არჩევნების მეორე ტური, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ერთ მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს.

ყვარლის მე-16 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მარიამ შეყელაძეს ინფორმაციით, მეორე ტური ტარდება ყვარლის მუნიციპალიტეტის საბუე-ალმატის ოლქში.

მისი თქმით, ერთმანეთს ,,ქართული ოცნების” კანდიდატი მამუკა ბერიაშვილი და პარტია ,,საქართველოსთვის” კანდიდატი რატი ტურიაშვილი უპირისპირდებიან.

,,დილიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, საჩივარი ამ დროისთვის არ არის დაწერილი. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტიურობას საშუალოა. დაახლოებით 800-მდე ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი”,- განუცხადა knews.ge-ს მარიამ შეყელაძემ.