ამ დროისთვის თელავში არჩევნებში მონაწილეობა 23 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო
ამ დროისთვის თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში მიმდინარე არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 23 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, ოლქში განთავსებულ 55 საარჩევნო უბანზე არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ დროისთვის დაწერილია ორი საჩივარი, რაც შეეხება უბნებზე დაწერილ შენიშვნებსა და საჩივრებს, ის ოლქამდე არც მოსულა ისე მოგვარდა, რადგან ისინი ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო,.
თელავში არჩევნებისთვის 55 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, სიაში კი დარეგისტრირებულია 55 832 ამომრჩეველი.