ახალი ამბები

ცესკო დუსის საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ ფაქტს ეხმაურება

ცესკო სავარაუდო დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ბრიფინგზე აღნიშნა, მედიის მიერ გავრცელებული ზოგიერთი ინფორმაცია დადასტურდა, მათ შორის, დუისის 26-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველმა შეცდომით წარადგინა მისი ოჯახის წევრის პირადობის მოწმობა, თუმცა, ნათია იოსელიანის თქმით, მოგვიანებით, აღნიშნულმა პირმა ხმა საკუთარი პირადობის მოწმობით მისცა.

,,დუისის 26-ე საარჩევნო უბანზე დადასტურდა, რომ ამომრჩეველმა შეცდომით წარადგინა მისი ოჯახის წევრის პირადობის მოწმობა; განვმარტავთ, რომ იდენტიფიცირების პროცედურის გავლის შედეგად აღნიშნული ამომრჩეველი სხვისი პირადობით ვერანაირად ვერ მიიღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას”,– განაცხადა ნათია იოსელიანმა.