ფოტოისტორია – ნინიკოს დილა
ფოტოისტორია: 17 წლის ნინიკო მაისურაძეს ეტლის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. ყოველ დილით წასასვლელად სახლიდან სკოლამდე გზა უამრავი დაბრკოლებით უნდა გაიაროს: ნინიკოს დედამ ჯერ ეტლი სახლიდან გარეთ უნდა გამოიყვანოს, შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტში აიტანოს, ხოლო შემდეგ საკლასო ოთახამდე მივიდეს.
არასრულყოფილი ინფრასტრუქტურის გამო ნინიკოს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. სწავლის პარალელურად ის „შშმ პირ მშობელთა კავშირ ლამპარში“ მუშაობს, სადაც სოციალური მედიისათვის ორგანიზაციის პროექტების შესახებ ინფორმაციას ათავსებს. სასკოლო საგნებიდან ყველაზე მეტად ქიმია უყვარს. სურს ლაბორატორიაში შეძლოს მუშაობა მისი ბებიის მსგავსად, რომელიც წარმატებული ლაბორანტი იყო.
ნინიკოს დილა ერთგულ მეგობარ ფისო კიტასთან ერთად იწყება, რომელიც ყოველ დილას კართან ელის მის გამოჩენას, რათა სკოლისაკენ გააცილოს.
ფოტოისტორიის ავტორი: მიშიკო ხალხელაური.