ახალი ამბები

დუისში საარჩევნო უბანზე მმართველი პარტიის კოორდინატორი ხმის მიცემას სიძის პირადობით აპირებდა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუისის 26-ე საარჩევნო უბანზე მმართველი პარტიის კოორდინატორი გურამ ხანგოშვილი ხმის მიცემას სიძის პირადობის მოწმობით ცდილობდა.

მას შემდეგ, რაც ფაქტი ერთ-ერთმა დამკვირვებელმა შეამჩნია ხანგოშვილმა თქვა, რომ სიძე საზღვარგარეთ ჰყავს და პირადობა მას დაუტოვა, რომელიც საფულეში ედო და თავისი პირადობის მაგივრად ამოიღო.

ენმ-ს წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ აღნიშნული პირი ასევე უბანზე დამკვირვებელია.

უბანზე ფაქტი აღკვეთეს.