ახალი ამბები

თელავის მერობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს

თელავის მერობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მან ხმა ცვლილებებსა და უკეთეს მომავალს მისცა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლევან ანდრიაშვილს, ის გამარჯვებაში დარწმუნებულია. მისი თქმით, როგორც დღეს, ასევე პირველ ტურში საარჩევნო გარემო მშვიდად მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ მან მხარი დაუჭირა დემოკრატიული გზის გაგრძელებას და ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებას.

რეგიონის მასშტაბით, მერს ირჩევენ მხოლოდ თელავში, თუმცა მაჟორიტარის არჩევნები იმართება ყვარელის მუნიციპალიტეტში და პანკისის ხეობის სოფელ დუისში,სადაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახმეტის საკრებულოს მანდატისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი იბრძვის, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ ელდარ ბაღაკაშვილი.