რა დარღვევები დააფიქსირა ,,სამართლიანმა არჩევნებმა” თელავში
სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, მათი დამკვირვებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით წარიმართა.
ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოვლინდა წილისყრის პროცედურებისა და ბიულეტენის დამოწმების წესის დარღვევები, აგრეთვე, მარკირების ხელსაწყოს მუშაობისა და სიებთან დაკავშირებული ხარვეზები.
ამომრჩევლის აღრიცხვა:
#17 თელავის #18 საარჩევნო უბანზე ა(ა)იპ ,,კავშირი მწვანე დედამიწის” დამკვირვებელი აღრიცხავს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლებს, კერძოდ იწერს ამომრჩევლის სახელს, გვარს და პირად ნომერს.
უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები/ტენდენციები (08:00-10:00)
#17 თელავის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბნებთან შეინიშნება უცხო პირთა შეკრება, რომლებიც პერიოდულად ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს;
პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის ფარგლებს გარეთ):
#17 თელავის #39 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის მიღმა შეინიშნება უცხო პირთა შეკრება.