ახალი ამბები

საოლქო კომისია- თელავში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, თელავში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

მისი თქმით, ამ დრომდე არანაირი სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

,,თელავის 55 საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, არანაირი სახჯს არც დარღვევას, არც გართულებას ადგილი არ ჰქონია. დილით ყველა უბანი თავის დროზე გაიხსნა. ამ დრომდე არცერთი საჩივარი არ დაწერილა. ამომრჩეველთა აქტიურობა დაახლოებით 7% შეადგენს“- განუცხადა knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.