ახალი ამბები

ამომრჩევლების მობილიზების და უბნებთან აგიტატორების მობილიზების ფაქტები თელავში

თელავში საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლების მობილიზების და აგიტატორების მობილიზების ფაქტები კვლავ ფიქსირდება.

საარჩევნო უბნების გარეთ კვლავ დგანან მმართველო პარტიის აგიტატორები და ამომრჩევლის აღრიცხვას ახდენენ. მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაშიც, სადაც აგიტატორები სიებით ხელში მომსვლელი პირების აღრიცხვას ახდენენ.
შეგახსენებთ, თელავში მერის ასარჩევად არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, მეორე ტური მიმდინარეობს ასევე ახმეტის ერთ და ყვარლის ერთ მაჟორიტარულ ოლქში.