ახალი ამბები

თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე მხარდამჭერები კახეთიდანაც გაემგზავრნენ

თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე მხარდამჭერები კახეთიდან გაემგზავრნენ.

,,დღეს მთლიანი კახეთი უერთდება იმ შეკრებას, რომელიც იმართება თბილისში, თავისუფლების მოედანზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იქნება მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების გზაზე. ამ ქვეყანაში აღარავის ექნება იმის უფლება, რომ იძალადოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეზე. იქ მყოფი ადამიანები გავაკეთებთ გზავნილს, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება მშვიდობიანი განვითარების გზაზე. აქციას 15 000-მდე ადამიანი უერთდება კახეთიდან”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პლატონ კალმახელიძემ.

რეგიონის ყველა ქალაქიდან კოლონები უკვე დაიძრა. როგორც ისინი აცხადებენ, მხარს უჭერენ ქვეყნის განვითარებას და არ დაუშვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დაბრუნებას.