ახალი ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ზურაბ უტიაშვილი, უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ 4 წლის განმავლობაში იმ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ.

,,მერის უფლებამოსილება არჩილ ხანდამაშვილისგან ოფიციალურად გადმოვიბარე და შევუდექი ჩემი საქმის შესრულებას.

ვფიქრობ, თითოეული გურჯაანელის უშუალო ჩართულობითა და ჩვენი მხარდაჭერით, მომავალი 4 წლის განმავლობაში ყველა იმ საკითხის მოგვარებას შევძლებთ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად იყო დაყენებული სხვადასხვა სოფელში.

დიდი სურვილი მაქვს, რომ გურჯაანის განვითარებულ, მოწესრიგებულ და ლამაზ ევროპულ ქალაქად გადაქცევაში ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა.

თქვენი ნდობა, ჩემთვის უდიდესი სტიმული და პასუხისმგებლობაა, შესაბამისად, მთელ ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარებისკენ მივმართავ, ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ”,- აცხადებს ზურაბ უტიაშვილი.